თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოეგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.
2025 წლის 4 ივლისს, პარასკევს, 17.00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ელენე გიუნაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: "საშუალო ირანული ონომასტიკა საქართველოს ბერძნულ ეპიგრაფიკაში (ახ. წ. I-IV სს.)".
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220